The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1884
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 1984  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1908 წელს.

1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1920-1922წწ. დროებით ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატოომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრას. 1932 წლიდან იყო პედიატრიის, ხოლო 1942 წლიდან გარდაცვალებამდე პედიატრიის, სან-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე. 1924-1925წწ. საქართველოში პირველმა გამოიყენა სისხლის გადასხმა მეან-გინიკოლოგიის დაავადებათა დროს. შეისწავლიდა მშობიარობის გაუტკივარების, ქალის უნაყოფობის, სისხლის გადასხმის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით კლინიკაში მზადდებოდა სამკურნალო (ანტილუეინური, ანტიოვრიული, ანტიტესტიკულარული) შრატები. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. მეან-გინეკოლოგი, სამეანო-გინეკოლოგი, სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1919), პროფესორი (1930). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.598

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: