The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდორე აჭარელი

თეოდორე აჭარელი
ოფიციალური სახელი:თეოდორე ავალიანი
დაბადების თარიღი:1762  (262 წლის)
გარდაცვ. თარიღი:182?
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი.

1813 წელს ქობულეთიდან თან გაჰყვა ტრაპიზონში მიმავალ სოლომონ II-ს, რომელმაც თეოდორე აჭარელი თავის ამალაში ჩარიცხა; აქ მან დაიბრუნა ქრისტიანული სარწმუნოება და თევდორედ(ივერპულო) იწოდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ (1815) ქ. სმირნას(ახლანდელი იზმირი) ქრისტიანულ ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც თან ახლდა თავისი ძმისშვილი ბერმონაზონი ნეოფიტე. 1822 წელს ოსმალეთ-საბერძნეთის ომის დროს, მთაწმინდისკენ მიმავალი, ანაფორაში ჩაცმული თეოდორე აჭარელი  ოსმალებმა შეიპყრეს, აწამეს და ზღვაში გადააგდეს. 2002 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ თეოდორე აჭარელი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 17. II(1. III). (დაიბადა 1762 ან 1765 წელს). სასულიერო მოღვაწე.

წყარო: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41


გააზიარე: