The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოდორე III (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

Date of birth:14??
Date of death:14??
Category:Religious leader

Biography

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დაახლოებით 1429–1435 წლებში, ალექსანდრე I დიდის პირადი მოძღვარი. კათოლიკოსად მოიხსენიებს ალექსანდრე I 1429, 1431, 1433 და 1434 წლებში სვეტიცხოვლისათვის გაცემულ შეწირულების წიგნებში. 1431 წელს ალექსანდრე I-მა "აგარეანთაგან მიტაცებული" ლორე აიღო. ბრძოლის წინ პატრიარქს ქართველი მეომრები დაულოცავს: "...აწ იბრძოლეთ ძლიერად, და დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთვის წამებულთა გუერდს მიითუალვით". თეოდორე III აქტიურად მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევების შედეგად გაპარტახებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში: ყიდულობდა ნასოფლარებს, გადამწვარ ადგილებს და ასახლებდა გლეხებს. მის დროს ალექსანდრე დიდმა დაამთავრა სვეტიცხოვლის აღდგენა და განუახლა ძველი შეწირულობანი, შესწირა ვირშის მონასტერი სოფლებითურთ. ამ დროს მცხეთის საპატრიარქოს შეუერთდა აგრეთვე არმაზის ციხე ეკლესიით და სოფლებით, ჯვრის მონასტერი სოფლებიანად და სხვ.

წყარო: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.40


Share: