The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდორე (მიტროპოლიტი)

თეოდორე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ჭუაძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1990) ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში.

1991 წლის 22 თებერვალს აღიკვეცა ბერად, ამავე წლის 2 ივნისს – ბერ-დიაკვნად, 8 სექტემბერს კი – მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა. 1993 წლიდან საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წელს –არქიმანდრიტის პატივი. 1996 წლის 27 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სინოდის თანამწირველობით თეოდორე მიტროპოლიტი ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1998 წლიდან თეოდორე მიტროპოლიტი იყო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, 2004–2005 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, 2005 წლის თებერვლიდან – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 2003 წელს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა. სასულიერო მოღვაწე.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია : georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: