შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გვენცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1986 წელს. 1962-1963წწ. მუშა, მთავართბილმშენის N3 სამშენებლო სამმართველო; 1963-1964წწ. ლაბორანტი, საქართველოს ელექტრომშენი, 1964-1966წწ. ელექტროშემდუღებელი, ნავთლუღის პურპროდუქტების ბაზა; 1966-1967წწ. მუშა, თბილმშენის N2 სამშენებლო სამმართველო; 1967-1968წწ. მშენებელი ოსტატი, თბილმშენის N4 სამშენებლო სამმართველო; 1972-1974წწ. საქართველოს მეცნ. აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი, ინჟინერი; 1974-1980წწ. საქართველოს შსს სისხლის სამართლის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1980-1985წწ. სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1987-1989წწ. საქართველოს შს სამმართველოს უფროსი; 1989-1991წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე; 1992-1993წწ. საქართველოს შს მინისტრი; 1994-1995წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე; 1993-1994წწ. საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი. ამავე წლებში მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიის რექტორად. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მილიციის გენერალ-მაიორი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედლით "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სანიმუშო სამსახურისათვის" (1966). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ექსკლიუზივ ნიუსის ვებგვერდი: exclusivenews.ge; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები/მამუკა გოგიტიძე.-თბ., 2015.-გვ.123; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 120; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.89-90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |