The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1953  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერტად, ფიზიკის კათედრის გამგედ. 1935 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გახსნილი ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. 1937-1952წწ. მუშაობდა ლენინგრადში, თბილისში, ბაქოს სხვადასხვა სასწავლო და კვლევით დაწესებულებაში. მისი შრომები ეხება კრისტალთა შემრჩობლების სიბრტყეთა ბუნებას, კრისტალთა ფიზიკას, მყარი სხეულების სიმტკიცის საკითხებს და სხვა. მუშაობდა აგრეთვე ფიზიკის ხელსაწყოების შექმნაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.598

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

გააზიარე: