The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1968  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ჯიხაიში, ხონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს.

მუშაობდა სხვადსახვა პასუხსაგებ თანამდებობაზე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1944-1968) და თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1947-1951). 1951 წელს "დარბაზის" ტიპის გადახურვის დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.598

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: