The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდოს II

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აფხაზთა სამეფოს (დასვლეთ საქართველო) მეფე დაახლოებით 798–825 წლებში, ლეონ II-ის ძე. მონაწილეობდა კახეთის მთავარ გრიგოლსა და აშოტ I კურაპალატს შორის ქართლის დაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (ემხრობოდა აშოტს). "მატიანე ქართლისა" თეოდოს II-ს არასწორად მიაწერს ბუღა თურქის წინააღმდეგ ბრძოლას. ბუღა თურქი შემოესია საქართველოს 853 წელს, როცა აფხაზთა მეფე თეოდოს II-ის ძმა და მემკვიდრე დემეტრე (დიმიტრი) II იყო.

წყარო: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41


გააზიარე: