The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოფილაქტე (მიტროპოლიტი)

თეოფილაქტე
Legal name:ფიოდორ რუსანოვი
Date of birth:1765
Date of death:19 July, 1921  (at 156 years)
Burial location:სიღნაღი
Category:Religious leader

Biography

საქართველოს ეგზარქოსი 1817–1821 წლებში. ეგზარქოსობამდე თავდაპირველად კალუგის, შემდეგ რიაზანის არქიეპისკოპოსი იყო. საქართველოში აქტიურად ატარებდა ცარიზმის კოლონიურ-რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მან დანიშვნისთანავე, 1817 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულებით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შემოიღო კვირაში სამი დღე რუსულად წირვა-ლოცვა; იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. სინოდმა მოიწონა თეოფილაქტეს პროექტი, რომელიც იმპერატორმა 1818 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა. თეოფილაქტე პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმის გატარებას დასავლეთ საქართველოში, რისთვისაც მან 1819 წლის მაისში დაიწყო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში საეკლესიო გლეხებისა და მამულების აღწერა; საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ხოლო ძველი ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვ. თეოფილაქტეს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის აჯანყება(იმერეთის აჯანყება 1819–1820), რომელშიც ჩაბმული იყო საეკლესიო გლეხობა და ქართველი სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის ნაწილი. თეოფილაქტე აჯანყებულთა შიშით, რომლებიც მის გაძევებას მოითხოვდნენ, 1819 წლის 9 ივლისს 300 რუსი ჯარისკაცისა და 2 ქვემეხის თანხლებით თბილისში დაბრუნდა. ცარიზმის მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი აჯანყების მონაწილეებს რუსეთის ხელისუფლებასთან აბეზღებდა. მან ქართული სამღვდელოების რუსულად აღზრდის მიზნით დააარსა სასულიერო სასწავლებლები თბილისში, თელავში გორში, სიღნაღში; ხელს უწყობდა ოსურ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას.

წყარო: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.45


Share: