The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოფილე ხუცესმონაზონი

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Translator, Writer, Religious leader

Biography

XI საუკუნის  II ნახევრის და XII საუკუნის დამდეგის ქართველი მწერალი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის მონასტერში. თავის მოძღვრად და მასწავლებლად მიიჩნევდა გიორგი მთაწმიდელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მეფე გიორგი II-ის დავალებით არა უადრეს 1073 წლისა. მარიამ დედოფლისეული "ქართლის ცხოვრების" მინაწერის თანახმად, 1114 წელს იგი ეფრემ მცირესთან, არსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. იგი მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდა სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მათ შორის აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკურ თხზულებათა თარგმანები. ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული ძველი აღთქმის წიგნების კომენტარები. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგმნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. მისი ნათარგმნი თხზულებების ზოგიერთ ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ შორის, უნდა აღინიშნოს თეოდორე კვირელის "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა" და ილარიონ ქართველის "ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.46; georgianencyclopedia.ge


Share: