შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო თვალაბეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საპაიჭაო, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. 1921–1924 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში. 1918–1921 წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ვანის რაიონის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის(1921 თებერვალი-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922–1924 წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის რწმუნებული ვანის რაიონში, სადაც ხელმძღვანელობდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყებისთვის (აგვისტოს აჯანყება 1924) მზადებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1924 წლის სექტემბერში, დააპატიმრა საქართველოს სსრ "საგანგებო კომისიამ"(ე. წ. "ჩეკამ"). გათავისუფლების შემდეგ, 1925–1927 წლებში, ეწეოდა არალეგალურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტიის რაიონულ იატაკქვეშა ორგანიზაციას. მოკლულ იქნა "ჩეკას" მიერ 1927 წელს. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56; georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |