Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, ზესტაფონის რაიონი. რევოლუციულ მოძრაობაში ჩაება 900-იან წლებში. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დღეებში იყო ხარაგაულში შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური. მუშაობდა ვლადიკავკაზის და გროზნოს ბოლშევიკურ ორგანიზაციებში. ნ. ბუაჩიძესთან ერთად ხელმძღვაელობდა რსდმპ თერგ-დაღესტნის კომიტეტს. ამავე პერიოდში გაემგზავრა ჟენევაში, სადაც გაიცნო ვ. ი. ლენინი, რომელთანაც შემდგომში "სტეპკოს" ფსევდონიმით ჰქონდა მიმოწერა. ის რუსულად თარგმიდა და უგზავნიდა ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. ლენინის დავალებით ნ. კიკნაძე თანამშრომლობდა მემარცხენე სოციალისტთა გაზეთებში. 1918 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური მუშაობა ბოლშევიკურ ორგანიზაციებში: თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში "ვოლნასა" და "კომუნისტში". მონაწილეობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლებში. საჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი, გამომცემლობა "სახელგამის" დირექტორი, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |