შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადები ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ელექტროობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1989 წელს. ინსტიტუტში სწავლის დროს იგი სერიოზულად იყო დაინტერესებული ქართული საჭურველით, ინტენსიურად სწავლობდა ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობის ნიმუშებს. მისი პირველი ნამუშევარი ე.წ. "გუდამაყრული ჩაბალახია". 1985-1989წწ. ქმნის მნიშვნელოვან ისტორიულ და მხატვრულ ნამუშევარს - მთლიანად აღდგენს ხევსურულ აბჯარს(ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები, საფუხრები, სამხარიღლიო, ფარი და ხმალი). 1988 წელს შეიქმნა ფილმი "ჯაჭვის პერანგი", სადაც წარმოდგენილია მისი ნამუშევრები. ამავე წელს, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ, მისი ნამუშევრები იგზავნება ავსტრიის ქ. ტიროლის მერიაში ორგანიზებულ სამხატვრო გამოფენაზე. 1987-1989წწ. მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში, ასისტირებას უწევს მხატვარ თ. სულხანიშვილს; ასრულებს მხატვარ ზ. წერეთლის პირადი დაკვეთით რამდენიმე მხატვრულ-მონუმენტურ ნამუშევარს. 1989-1991წწ. მუშაობს აკად. ა. ჩიტაიას სახელობის არქიტექტურისა და ყოფის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1994 წლიდან საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდებში. 1998-2000წწ. არის ქ. ვეხელის (ნიდერლანდები) პეტერ ბრიუხელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტის დოცენტი სპეციალობით: ქანდაკება ლითონში და ლითონის მხატვრული დამუშვება. 2001-2002წწ. კითხულობს ლექციებს და ატარებს პრაქტიკის გაკვეთილებს ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტში(ქ. ამსტერდამი) სპეცილობით ისტორიული ლითონის დამუშავება; 2006-2007წწ. არის მიწვეული პროფესორი ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი, სპეციალობა: ლითონის მხატვრული დამუშვება; 2010 წელს მისი ინიციატივით და ორგანიზაციით ქ. ანტვერპენში ჩატარდა ქართული ფოლადის(ბულატის) ვორქშოფები, ხოლო 2012 წელს ჩატარდა ქართული ოქროთი თეგვის(ზარნიშის) ვორქშოფები, რამაც ქართული ბულატის ფოლადს და ქართული ოქროთი თეგვის ტექნოლოგიებს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა; 2009 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწვეული იყო და მუშაობდა ფონდებში დაცული 11 ნივთის რესტავრაცია და კონსერვირებაზე, მათ შორის არის "თამარ მეფის ზარდახშა"; მისი ინიციატივით, ავტორობით და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ პორტალი http://www.georgians-weapons.com . ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მეიარაღე ოსტატი და რესტავრატორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |