The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ლაღიძე

გოჩა ლაღიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ელექტროობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1989 წელს.

ინსტიტუტში სწავლის დროს იგი სერიოზულად იყო დაინტერესებული ქართული საჭურველით, ინტენსიურად სწავლობდა ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობის ნიმუშებს. მისი პირველი ნამუშევარი ე.წ. "გუდამაყრული ჩაბალახია". 1985-1989წწ. ქმნის მნიშვნელოვან ისტორიულ და მხატვრულ ნამუშევარს - მთლიანად აღდგენს ხევსურულ აბჯარს(ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები, საფუხრები, სამხარიღლიო, ფარი და ხმალი). 1988 წელს შეიქმნა ფილმი "ჯაჭვის პერანგი", სადაც წარმოდგენილია მისი ნამუშევრები. ამავე წელს, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ, მისი ნამუშევრები იგზავნება ავსტრიის ქ. ტიროლის მერიაში ორგანიზებულ სამხატვრო გამოფენაზე. 1987-1989წწ. მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში, ასისტირებას უწევს მხატვარ თ. სულხანიშვილს; ასრულებს მხატვარ ზ. წერეთლის პირადი დაკვეთით რამდენიმე მხატვრულ-მონუმენტურ ნამუშევარს. 1989-1991წწ. მუშაობს აკად. ა. ჩიტაიას სახელობის არქიტექტურისა და ყოფის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1994 წლიდან საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდებში. 1998-2000წწ. არის ქ. ვეხელის (ნიდერლანდები) პეტერ ბრიუხელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტის დოცენტი სპეციალობით: ქანდაკება ლითონში და ლითონის მხატვრული დამუშვება. 2001-2002წწ. კითხულობს ლექციებს და ატარებს პრაქტიკის გაკვეთილებს ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტში(ქ. ამსტერდამი) სპეცილობით ისტორიული ლითონის დამუშავება; 2006-2007წწ. არის მიწვეული პროფესორი ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი, სპეციალობა: ლითონის მხატვრული დამუშვება; 2010 წელს მისი ინიციატივით და ორგანიზაციით ქ. ანტვერპენში ჩატარდა ქართული ფოლადის(ბულატის) ვორქშოფები, ხოლო 2012 წელს ჩატარდა ქართული ოქროთი თეგვის(ზარნიშის) ვორქშოფები, რამაც ქართული ბულატის ფოლადს და ქართული ოქროთი თეგვის ტექნოლოგიებს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა; 2009 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწვეული იყო და მუშაობდა ფონდებში დაცული 11 ნივთის რესტავრაცია და კონსერვირებაზე, მათ შორის არის "თამარ მეფის ზარდახშა"; მისი ინიციატივით, ავტორობით და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ პორტალი http://www.georgians-weapons.com ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მეიარაღე ოსტატი და რესტავრატორი. 

წყარო: http://www.gotscha.nl/ge-biografie.htm

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისტორიული იარაღის და საჭურველის მკვლევარ-მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანება, წევრი (2004-)
  • ნიდერლანდების მხატვართა კავშირი, წევრი (2002-)
  • ნიდერლანდების ხელოვანთა კავშირების ფედერაცია, წევრი (2002-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია)
  • 2014 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია)
  • 2013 - ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდება
  • 2013 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია)
  • 2012 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია)
  • 2011 - მხატვარ-მესაჭურვლეთა გამოფენა-კონკურსი, ოქროს თასი (ბელგია)
  • 2011 - თანამედროვე მხატვარ მეიარაღეთა გამოფენა-კონკურსი, მთავარი პრიზი (ქ. პარიზი, საფრანგეთი)
  • 2011 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია)
  • 1999 - თანამედროვე ჭედური ხელოვანების გამოფენა კონკურსი, გრანპრი (ქ. ბურგხლისტერი, ლუქსემბურგი)
    ნამუშევარი: "მაურიც ვან ნასსაუს საჭურველი"
  • 1988 - საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური ოსტატის წოდება

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: