The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ კიკნაძე

რამაზ კიკნაძე
Date of birth:19 February, 1937
Date of death:7 January, 1975  (at 37 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1961 წელს.

1962 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო სსი "თბილქალაქპროექტში" IV არქიტექტურულ სახელოსნოში. 1972 წლიდან სსი "საქქალაქმშენსახპროექტის" მე-2 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. ამასთან ერთად, იგი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის "სახმშენის" და თბილისის მთავარი არქიტექტორის საბჭოების წევრი, სავაჭრო პალატის მთავარი არქიტექტორი. ასწავლიდა არქიტექტურულ გეგმარებას პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. მისი მრავალი ნამუშევარი აღინიშნა რესპუბლიკურ თუ საკავშირო კონკურსებსა და დათვალიერებებზე. მისივე პროექტებით განხორციელდა საქართველოს საგამოფენო პავილიონები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოფენებზე. ნამუშევრები: თბილისში- ქორწინების სახლი (1964 წელს შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ი. და გ. ოჩიაურები); მეტროპოლიტენის სადგურ "ოქტომბრის" ზედა პავილიონი და ქვედა ბაქანი (1966, არქიტექტორ თ. თევზაძესთან ერთად); რესტორანი "მარაბდა"(1971, არქიტექტორ თ. მიქაშავიძესთან და ვ. ქურთიშვილთან ერთად); ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნო სპორტული კომპლექსი (1978, არქიტექტორ გ. აბულაძესთან და შ. ყავლაშვილთან ერთად); 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალი (1976, შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ლ. ქველაძე) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 33-34

Awards and Honors

  • 1975 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: