შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილადელფოს კიკნაძე![]()
ბიოგრაფიამშობლებმა 7 წლის ასაკში სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს. მისი ნათლობის სახელი ნიკიფორე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეარქვეს, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას(1822 წელი) - ფილადელფოსი. 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყვა რუსეთში. ნიჟნი-ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოების გამო დაუპატიმრებიათ, მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და იგი მოსკოვში ჩავიდა. აქ დაუახლოვდა მეფეების - ერეკლეს და გიორგის შვილებს. 1832 წლის აჯანყება სწორედ რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. მათ გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა "აკტი გონიური", რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი. წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. "აკტი გონიურში" გამოყენებულია ე. წ. "მასონური ლოჟებისა" და ლიბერალურ-განმანათლებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი. "აკტში" ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ "სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი"(დედანი დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში). ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. ეწეოდა ლიტერატურ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 35 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |