The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1989  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1948 წელს.

მუშაობდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ჟანრში. ქმნიდა ქანდაკებებს, ბეჭდურ კომპოზიციებს, კერამიკულპანოებს, დეკორატიულ ლარნაკებსა და სხვა. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო მნიშვნელობის სამხატვრო გამოფენაზე როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია სამხატვრო გალერეებსა და კერძო კოლექციებში, ამშვენებენ ქალაქის სკვერებს და ზოგიერთი შენობის ინტერიერს. ორი ათეული წელი იყო თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლის დირექტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "შოთარუსთაველი" (ბისკვიტი ბიუსტი, 1952). დეკორატიული პანოები: "ამბავი ვეფხისა და მოყმისა" (1966), "მშვიდობა მსოფლიოს", "მშვიდობის სადარაჯოზე" (1965), "შემოდგომა" (1970) და სხვ. კერამიკოს-დეკორატორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.622

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1946 - მედალი "დიდი სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"

გააზიარე: