შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩოგოვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს. 1931-1937წწ. - დაშბაშჰესის მშენებლობის უფროსი რიონჰესის მშენებლობაზე; 1935 წლიდან - ხრამჰეს-1-ის მშენებლობის უფროსი; 1940-1943წწ. - სოხუმჰესის მშენებლობის უფროსი. პარალელურად, 1944 წლიდან - ტრესტ "ხრამჰესმშენის" მმართველის მოადგილე; 1950-1955წწ. - ორთაჭალჰესის მშენებლობის, შემდეგ ხრამჰეს-2-ის მშენებლობის უფროსი; 1955 წლიდან - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1956-1957წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1958-1968წწ. - თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1970-1990წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლიდან გარდაცვალებამდე - ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. 130 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მონოგრაფიისა და 18 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ბროშურის ავტორი. 1972-1983წწ. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საბჭოთა და უცხოეთის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის წყლის რესურსების დაცვისა და მათი კომპლექსური გამოყენების საბჭოს ამიერკავკასიის სექციას. იყო სსრკ სახმშენის სამეცნიერო საბჭოს "ენერგეტიკა და ელექტრიფიკაცია" ჰიდროენერგეტიკულ სექციის წევრი, დიდი კაშხლების საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული კომიტეტის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის წევრი. უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, მისი მოღვაწეობის პერიოდში ინსტიტუტმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ჰიდროკვანძის - ენგურჰესის ნაგებობათა გამოკვლევისა და მშენებლობის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1963), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1975). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.146; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.338; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.387-388 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |