The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩოგოვაძე

გიორგი ჩოგოვაძე
Date of birth:28 December, 1906
Date of death:1997  (at 90 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1931-1937წწ. - დაშბაშჰესის მშენებლობის უფროსი რიონჰესის მშენებლობაზე; 1935 წლიდან - ხრამჰეს-1-ის მშენებლობის უფროსი; 1940-1943წწ. - სოხუმჰესის მშენებლობის უფროსი. პარალელურად, 1944 წლიდან - ტრესტ "ხრამჰესმშენის" მმართველის მოადგილე; 1950-1955წწ. - ორთაჭალჰესის მშენებლობის, შემდეგ ხრამჰეს-2-ის მშენებლობის უფროსი; 1955 წლიდან - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1956-1957წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1958-1968წწ. - თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1970-1990წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლიდან გარდაცვალებამდე - ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. 130 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მონოგრაფიისა და 18 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ბროშურის ავტორი. 1972-1983წწ. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საბჭოთა და უცხოეთის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის წყლის რესურსების დაცვისა და მათი კომპლექსური გამოყენების საბჭოს ამიერკავკასიის სექციას. იყო სსრკ სახმშენის სამეცნიერო საბჭოს "ენერგეტიკა და ელექტრიფიკაცია" ჰიდროენერგეტიკულ სექციის წევრი, დიდი კაშხლების საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული კომიტეტის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის წევრი.  უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, მისი მოღვაწეობის პერიოდში ინსტიტუტმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ჰიდროკვანძის - ენგურჰესის ნაგებობათა გამოკვლევისა და მშენებლობის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1963), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1975).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.146; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.338; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.387-388

Member of Organizations

  • საერთაშორისო ენერგეტიკის აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სსრ IV მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკკ XX და XXIII ყრილობა, დელეგატი
  • სსრკ V და VII მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

Bibliography


Share: