The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ჩოდრიშვილი

სანდრო ჩოდრიშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩოდრიშვილი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1943  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, ამზადებდა არალეგალური სტამბისათვის ხელსაწყოებს, მონაწილეობდა სტამბების კონსპირაციული ბინების მშენებლობაში, ავლაბრის არალეგალური სტამბის შენობის აგებაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, რისთვისაც დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარტიის წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის გმირი

გააზიარე: