The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე თოლორაია

კოტე თოლორაია
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე თოლორაია
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1926
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2017  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის ტეატრთან არსებული სტუდია 1949 წელს.

1947 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1967 წლიდან კი რუსთაველის თეატრში განაგრძო სამსახიობო მოღვაწეობა, 1975 წელს ისევ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. გადაღებულია ფილმებში: "ქალის ტვირთი" (რაჟდენი, 1957), "კარდაკარ" (1960), "ალავერდობა" (ქისტი, 1962), "თეთრი ქარავანი" (სიათა, 1963), "პიერი მილიციის უფროსი"(ქურდი, 1965), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "ჯილდო" (უნტერ-ოფიცერი, 1965), "მაცი ხვიტია" (1966), "ცისკრის ზარები" (ჯოტო, 1967), "წყალდიდობა" (ლადო, 1970), "მოხეტიალე რაინდები" (1975), "ქალაქი ანარა" (1976), "სიბრძნის კარავი" (1982), "ზოგი ჭირი მარგებელია" (ზაქარა, 1984), "ადამიანთა სევდა" (1984), "ვინ არის მეოთხე" (კოტე ჯიქია, 1985), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (ჩაფარი, 1989), "ოქროს ობობა"(შამშე, 1992), "იავნანა" (1994), "სამოთხის გვრიტები" (ჯღუნა, 1997), "აქ თენდება" (1998), "ლუკას სახარება" (1998), "მშრალი ხიდის სიზმრები" (2003). კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: