The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ჩოდრიშვილი

Date of birth:10 February, 1869
Date of death:3 April, 1915  (at 46 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, საიდანაც გაფიცვაში მონაწილეობისათვის დაითხოვეს. 1890-1893 წლებში ბათუმში მუშაობდა. 1893 წელს კვლავ თბილისში იყო. ამავე წელს თ. აფანასიევის წრეში შევიდა. 1898- 1901 წლებში თბილისის მუშათა გაფიცვების, მაისობებისა და დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო. მან დიდი როლი ითამაშა ბათუმის, ფოთისა და ახალი სენაკის პარტიულ ორგანიზაციებში მენშევიკების გამთიშველი მოქმედების მხილებისა და რსდმპ III ყრილობის მოწვევისათვის ბრძოლის საქმეში. მონაწილეობდა  1905-1907 წელების რევოლუციაში. ხელმძღვანელობდა პარტიული ლიტერატურის გამოცემას, რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ დააპატიმრეს. გარდაიცვალა ხერსონის გუბერნიაში ნიკოლაევის საკატორღო ციხეში. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.146

Member of Organizations

  • თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიურო, წევრი

Share: