შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჩოდრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1930-1966 წლებში სხვადასხვა ხელმძღვანელ სამეცნიერო და სამეურნეო სამუშაოზე იყო. 1966 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. 1970 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერია. შეისწავლა საქართველოში კაკლის კულტურის გაშენების, მსხმოიარობის პერიოდულობისა და ჭალაში ალვის ხის გაშენების საკითხები. ქართველი საბჭოთა მეტყევე-ინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1979). ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს საბავშვო ლექსების 5 კრებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სოფელ ვაქირის ერთერთი ქუჩა იოსებ ჩოდრიშვილის სახელს ატარებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.146; იოსებ ჩოდრიშვილი : საქართველოს ტყეების დიდი ამაგდარი, მწვანე განძის დიდოსტატი, გამოჩენილი სამეურნეო ხელმძღვანელი... / ტრისტან ჩერქეზიშვილი // სატყეო მოამბე : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.- თბილისი, 2011.- აგვისტო.- N 4.-გვ. 145-147; ტყის დარაჯი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |