The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხა ჩოდრიშვილი

მიხა ჩოდრიშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ჩოდრიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1853
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1929  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

1866 წელს ჩამოვიდა თბილისში, მუშაობდა ბებუთოვისა და ზეიცერის ფაბრიკებში დურგლის შეგირდად. 1868-1869წწ. მუშაობდა თბილისის, ბაქოს, ბათუმის, ხაშურის და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა საწარმოებში. ამ პერიოდში დამოუკიდებლად შეისწავლა წერა-კითხვა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1873 წლიდან დაუკავშირდა თბილისში ინტილიგენტურ ხალხოსნურ წრეს და სემინარიელთა ნაროდნიკულ წრეს. 1894 წელს მიხა ჩოდრიშვილის ინიციატივით თბილისში დაარსდა ხელოსან მუშათა ამხანაგობა "შრომა". 1896-1898წწ. თავისი ძმის, ზ. ჩოდრიშვილის საშუალებით დაუკავშირდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოთა და დეპოს მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეებს, ასრულებდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს, აწყობდა არალეგალურ კრებებს, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. 1919 წელს დააპატიმრეს მენშევიკებმა, 5 თვე იჯდა მეტეხის ციხეში, 1920 წლის ბოლოს ისევ დააპატიმრეს, ციხიდან გაანთავისუფლა საქართველოში გამარჯვებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო საქართველოს სახალხო კომისარიატის კოლეგიისა და საქართველოს რევოლუციური ტრიბუნალის წევრი, "რემედასის" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ-ს ცენტრალური კომიტეტის წევრი. რევოლუციონერ მელანია ესაულოვა-ჩოდრიშვილის მეუღლე. რევოლუციონერი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.310; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ბოლშევიკური კომიტეტი, წევრი (1917-)
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1896-)
  • საქართველოს სსრ და ასფსრ (ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა) ცაკი, წევრი

გააზიარე: