Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხა ჩოდრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1866 წელს ჩამოვიდა თბილისში, მუშაობდა ბებუთოვისა და ზეიცერის ფაბრიკებში დურგლის შეგირდად. 1868-1869წწ. მუშაობდა თბილისის, ბაქოს, ბათუმის, ხაშურის და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა საწარმოებში. ამ პერიოდში დამოუკიდებლად შეისწავლა წერა-კითხვა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1873 წლიდან დაუკავშირდა თბილისში ინტილიგენტურ ხალხოსნურ წრეს და სემინარიელთა ნაროდნიკულ წრეს. 1894 წელს მიხა ჩოდრიშვილის ინიციატივით თბილისში დაარსდა ხელოსან მუშათა ამხანაგობა "შრომა". 1896-1898წწ. თავისი ძმის, ზ. ჩოდრიშვილის საშუალებით დაუკავშირდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოთა და დეპოს მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეებს, ასრულებდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს, აწყობდა არალეგალურ კრებებს, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. 1919 წელს დააპატიმრეს მენშევიკებმა, 5 თვე იჯდა მეტეხის ციხეში, 1920 წლის ბოლოს ისევ დააპატიმრეს, ციხიდან გაანთავისუფლა საქართველოში გამარჯვებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო საქართველოს სახალხო კომისარიატის კოლეგიისა და საქართველოს რევოლუციური ტრიბუნალის წევრი, "რემედასის" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ-ს ცენტრალური კომიტეტის წევრი. რევოლუციონერ მელანია ესაულოვა-ჩოდრიშვილის მეუღლე. რევოლუციონერი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.310; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.146 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |