Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ჩოლოყაშვილი![]()
Biographyკახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში თეიმურაზ მეფის მხარეს იყო. 1648 წელს მისი დავალებით ბიძინამ ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისთვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების შემდეგ 1659 წელს შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმენებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. იგი წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე - 1 ოქტომბერი, 18 სექტემბერი (ძველი სტილით). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |