შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გარსევან ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიაXVI საუკუნის ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, სახლთუხუცესი. დიდი გავლენით სარგებლობდა ლევან კახთა მეფის (1520-74) კარზე. არჩილ II ცნობით, მას ეკუთვნის "ხილთა ქება" და სატრფიალო ლექსები. იოანე ბაგრატიონი მას "ნარგიზიანი წიგნის" გამლექსავად მიიჩნევდა. "ნარგიზოვანს" ჩოლოყაშვილს მიაკუთვნებდა კ. კეკელიძეც, მაგრამ ა. ბარამიძემ დაასაბუთა, რომ კრებული დაწერილია XVIII საუკუნის შუა წლების შემდეგ. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ "ხილთა ქებამ". ზოგი მკვლევარი მას XVII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |