შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიაგანათლება რუსეთში მიიღო. გატაცებული იყო ბერძნული მითოლოგიით. ავტორია ლირიკული და სატირული ლექსებისა. 1787 წელს თურქეთზე რუსების გამარჯვების აღსანიშნავად დაწერა "ივერიის მუზათა საბრძოლო სიმღერები", რომლის რუსული თარგმანი გამოქვეყნდა 1791 წელს, ამ ლექსში ავტორმა შეაქო რუსთა ლაშქარი და მისი მხედართმთავრები სუვოროვი და პოტიომკინი. მან თარგმნა მ. ლომონოსოვის სასულიერო ლექსები "საწინასწარმეტყველო წიგნი იობისა" და "145 ფსალმუნი ლექსად", რასინის ტრაგედია "იფიგენია ავლიდაში" სათაურით "ეფიღენია", რომელიც წარმოადგინეს თბილისში 1795 წელს და სხვა. ჩოლოყაშვილი საკმაოდ თავისუფლად ეკიდებოდა ორიგინალს. მასვე უთარგმნია რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ამსახველი მრავალი დოკუმენტი. ქართველი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი. ერეკლე II მდივანბეგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |