შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კიღურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქალაქი თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1943 წელს. 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული შრომები ეხება ინგლისის და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციების, ასევე ახალი და უახლესი ისტორიის საკითხთა ფართო წრეს. აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (1967). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1951), პროფესორი (1970). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 540; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |