The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ თვალიაშვილი

დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ვეტერინარი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1976 წელს.

1985 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე; 1997–2004 წლებში ტაბახმელის ბიოკომბინატის გენერალური დირექტორი; 2006–2010 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის არაგადამდებ სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი. 2010 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტის სრული პროფესორი. მის ნაშრომებში გაშუქებულია რქოსანი პირუტყვის თავის ტვინის ზოგიერთი ნერვის ანგიოარქიტექტონიკა, ენის, ხახის, ხორხის ნერვების ანატომიის საკითხები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და 2 სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004), ვეტერინარი ექიმი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.57; georgianencyclopedia.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია , წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: