The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თაყაიდინ თმოგველი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თაყაიდინ სარგისის ძე, XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, თმოგვის საფეოდალოს სამამულედ მფლობელი, თმოგველების საგვარეულოს წარმომადგენელი. მონაწილეობდა ბასიანის ბრძოლაში (1203), აგრეთვე ქართველთა ლაშქრობაში ირანში (1210), სადაც ქ. მარანდის ახლოს მისი წინამძღოლობით 500 წარჩინებულისაგან შემდგარმა ქართველთა მზვერავმა რაზმმა გაანადგურა ირანელთა რიცხობრივად ჭარბი ლაშქარი. ამის შემდეგ თაყაიდინ  თმოგველი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.75; georgianencyclopedia.ge


გააზიარე: