The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პანტიკო თორდია

პანტიკო თორდია
ოფიციალური სახელი:ვაჟა თორდია
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა ქ. სარატოვის (რუსეთი) პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინრად, 1978 წლიდან იყო ამავე ქარხნის დირექტორი, 1985–1991 წლებში სახელშეცვლილი ქარხნის თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1991–1992 წლებში საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე, 1993–1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, 1998 წელს ისევ თბილისის სახელმწიფო საავიაციო საწარმოო გაერთიანების, 2000 წლიდან კი შპს "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი, 2008–2013  წლებში შპს "თბილავიამშენის" დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანაში დაიწყო რეაქტიული მოიერიშე სუ-25 თვითმფრინავების, მისი მოდიფიკაციებისა და "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტების სერიული წარმოება. მისივე თაოსნობით ჩატარდა საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების, კომპიუტერიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესები. პანტიკო თოდრია არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, რაციონალიზატორული წინადადებისა და არაერთი გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორი (2002), ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ავიამშენებელი, ინჟინერ-მექანიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.90; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" სამეთვალყურეო საბჭო , თავმჯდომარე (2002-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის
  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში )

გააზიარე: