The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ყიასაშვილი

ნიკო ყიასაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1996  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

1984 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1980 წლიდან საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: "შექსპირი" (1959), "შექსპირის სამყაროში" (1966), "ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება" (1971), "შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა" (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), "კლასიკის ადაპტაციის პრობლემა" (1975), "ნესტორის ეპიზოდი როგორც "ულისეს" პარადიგმა" (1978, გერმანულ ენაზე), "ქვეყანა სცენაა როგორც "ჰამლეტის" სტრუქტურული ელემენტი" (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), "შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია" (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), "ქართული რიჩარდ III" (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის "ჯაკომო ჯოისი" (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის "დარაჯი" (1975), ჯ. ჯოისის "ულისე" (წიგნი I, 1983), შეადგინა და გამოსცა კრებული ''ქართული შექსპირიანას'' 5 ტომი (1959-1979). მისი საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოიცა შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე (1970-1981).  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.641

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1953-)
  • შექსპირის საერთაშორისო ასოციაცია, საპატიო წევრი (1971-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: