The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორღვა პანკელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII საუკუნის 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. დავით VII ულუმ ბათო-ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თორღვა პანკელს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაკი დავითს შეაგვიანდა, თორღვა პანკელს ეგონა, რომ იგი აღარ დაბრუნდებოდა განუდგა მას და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თორღვა პანკელმა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარიდან გააგდეს.

http://georgianencyclopedia.ge


გააზიარე: