The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აღალო თუთაევი

აღალო თუთაევი
Legal name:აღალო თუთაშვილი
Other name:აღალო თუთაშვილი
აღალო ტუტაშვილი
Date of birth:1842
Date of death:26 May, 1912  (at 70 years)
Category:Writer, Publicist

Biography

თანამშრომლობდა ქართულ  პრესასთან ("დროება", "ივერია", "თემი" და სხვ.). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზოგადოების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 წელს ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძველი როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რომლის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა (მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). მისი პიესები ("ცოლი ვიტირო თუ ფული?", "უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში. თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.115; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.334

Bibliography


Share: