The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჯაიანი

გურამ ჯაიანი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლვოვი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი(სავიოლინო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(სავიოლინო).

1969 წლიდან იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ანსამბლ "მზიურის" ხელმძღვანელი; თხზულებები: მუსიკალური სპექტაკლი "აიბოლიტი"(რეჟისორი თ. სანაძე), მუსიკალური ანსამბლი "მზიურისთვის", სპექტაკლებისთვის; გასტროლები: სსრკ, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, ჰოლანდია, საბერძნეთი, თურქეთი, კვიპროსი, ეგვიპტე, სირია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იაპონია, აშშ(ანსამბლ "მზიურთან" ერთად); 1973 წელს გადაღებულია მხატვრული კინოფილმი "მზიური"(რეჟისორი ზ. კაკაბაძე), 1986 წელს დოკუმენტური ფილმი "Золотая пластинка" N2, "Мзиури".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 594

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: