The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუბა ჯანდიერი

ჯუბა ჯანდიერი
ოფიციალური სახელი:ჯუმბერ ჯანდიერი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს (კინოსა და დრამის ფაკულტეტი), ქ. ხარკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს (საკომპოზიციო).

1972-1974წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვში მხატვრობის განხრით, გამოჩენილ მხატვარ-ხელოვანის ნ. ვოლკოვის სტუდიაში(დაზგური ფერწერა); 1987-1994წწ. იყო საკავშირო გრამფირფიტების ჩამწერი სტუდიის, თბილისის "მელოდიის" მთავარი მუსიკალური რედაქტორი; 1996 წლიდან საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის აკადემია "ფაზისის" აკადემიკოსი; მრავალი მუსიკალური და მხატვართა კონკურსის გამარჯვებული; 1978 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; მოწყობილი აქვს მრავალი პერსონალური გამოფენა: თბილისი (1985, 1987, 1996, 2001), მოსკოვი (1987, 1993, 1996, 1998), კიევი, სანქტ-პეტერბურგი (1992, 1994), გერმანია: ქ. კიოლნი, ქ. ბონი (1994), ქ. ამსტერდამი (1994, 1996), ქ. პრაღა (1995), საფრანგეთი: ქ. პარიზი, ქ. დიჟონი, ქ. ჰაანზბერგი (1999, 2001, 2002); მისი ნამუშევრები შესულია კატალოგებში, ფერწერული ნამუშევრები დაცულია ქ. მოსკოვის "ხალხთა მეგობრობის", "ტრეტიაკოვის", რუსეთის კულტურის გალერეებში და ფონდებში; მუსიკალური თხზულებები: ინსტრუმენტული სონატები, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური (სოლო და საგუნდო) ნაწარმოებები, მათ შორის ვოკალური ციკლები: "მზეო, მარიამ", "მზეო თიბათვისა", "იისფერი თოვლი", "მერი", "რომელი საათია", "უსიყვარულოდ", "მთაწმინდის მთვარე", "ქარი ქრის" (ყველა გ. ტაბიძის ლექსებზე), აგრეთვე რამდენიმე ორატორია და კანტატა; საესტრადო სიმღერები: "ისევ მიქრის თეთრი რაში", "მზეო მარიამ", "ფიროსმანი", "რეკვიემი", "საქართველოს უკვდავება გვწამს", "მსახიობის ბედი", "კომედიანტები", "ხოხობს სძინავს თბილისში", "დღეს ილია საქართველოს ლოცავს"; მან შექმნა მუსიკა მრავალი თეატრისა და დოკუმენტური ფილმისათვის; შესრულებული როლები თეატრებში: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, მოზარდ-მაყურებელთა, ქ. სოხუმის, კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, შესრულებული აქვს 90-მდე მთავარი და ეპიზოდური როლი. არის ავტორი საკუთარი სიმღერების ტექსტებისა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 596; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.410

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოება, წევრი
  • თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: