Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია კლიმიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1910 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი). 1914 წელს დაბრუნდა თბილისში და იგზავნება თელავში, სადაც გაერთიანდა გიმნაზია და სასულიერო სასწავლებელი, რომლის დირექტორად იგი დაინიშნა. 1921 წელს ბრუნდება თელავიდან და მუშაობას იწყებს მიწათმოქმედების სამინისტროში, რომელიც ქუთაისში გადაიტანეს, სადაც იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იმავე წელს ბრუნდება თბილისში განათლების სახალხო კომისარიატში და მოღვაწეობს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1924 წელს დააპატიმრეს და მოხვდა სიკვდილმისჯილთა სიაში. მას დაეხმარა მ. ორახელაშვილის მეუღლის რეკომენდაცია, რომელთანაც იგი მუშაობდა. იმავე წელს სამუშაოდ დაბრუნდა განათლების სახალხო კომისარიატში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ლათინურ ენაში. მოღვაწეობდა აგრეთვე ჟურნალ "სახალხო სკოლისაკენ". შეადგინა სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელო გეოგრაფიაში, მათ შორის "საქართველოს გეოგრაფიაში". მასში კომპლექსურადაა მოცემული როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური გეოგრაფია. თავდაპირველად იგი შრომითი სკოლის VI ჯგუფის სახელმძღვანელო იყო, რომელიც დამტკიცებულია მეთოდორგანოს მიერ, 1934 წელს იგი VII კლასის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. წიგნს ახლავს რამდენიმე რუკა, მათ შორის, ამიერკავკასიის, ფართოდ არის ილუსტრირებული სურათებით, გრაფიკებით, ცხრილებით. 1937 წელს ამოღებულ იქნა ეკონომიკური ნაწილი და სომხეთ-აზერბაიჯანი. სახელმძღვანელო გამოვიდა "საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის" სახით. ამ სახელმძღვანელოთი თითქმის 20 წელი ისწავლებოდა გეოგრაფია საქართველოს სკოლებში, და იგი მე-16 გამოცემით დასრულდა. გარდა ამისა, შედგენილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის და კაპიტალისტურის ქვეყნების გეოგრაფია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 559; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 89 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |