The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნორა ყიფიანი

ნორა ყიფიანი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1938 წელს.

1934 წლიდან მონაწილეობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სპექტაკლებში. 1938 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა სოხუმის რუსულ თეატრში. პარალელურად გამოდიოდა ქართული თეატრის წარმოდგენებში. 1946 წლიდან იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: ნატაშკა (მ. გორკის "ფსკერზე"), ელიზა დულიტლი (ბ. შოუს პიგმალიონი"),  ლიუდმილა (ვ. როზოვის "მისი მეგობრები"), გულჩორა (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან"), ემილია გალოტი (გ. ე. ლესინგის "ემილია გალოტი"), ვერა (მ. გორკის "უკანასკნელნი"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მაშა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ასმათი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ოლივია ( შექსპირის "მეთორმეტე ღამე"). იყო ჩინებული ტრავესტი - პატარა გოგო-ბიჭების როლების შემსრულებელი, ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), გია (მ. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვა.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.655; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: