Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნორა ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1938 წელს. 1934 წლიდან მონაწილეობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სპექტაკლებში. 1938 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა სოხუმის რუსულ თეატრში. პარალელურად გამოდიოდა ქართული თეატრის წარმოდგენებში. 1946 წლიდან იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: ნატაშკა (მ. გორკის "ფსკერზე"), ელიზა დულიტლი (ბ. შოუს პიგმალიონი"), ლიუდმილა (ვ. როზოვის "მისი მეგობრები"), გულჩორა (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან"), ემილია გალოტი (გ. ე. ლესინგის "ემილია გალოტი"), ვერა (მ. გორკის "უკანასკნელნი"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მაშა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ასმათი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ოლივია ( შექსპირის "მეთორმეტე ღამე"). იყო ჩინებული ტრავესტი - პატარა გოგო-ბიჭების როლების შემსრულებელი, ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), გია (მ. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.655; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.155; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.79 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |