The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო კობალაძე

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1915  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1939 წელს.

1941-1943 წლებში მონაწილეობდა დიდი სამამულო ომში. 1952-1953 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1953-1953 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. 1965 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ. 1972 წლიდან ს. კობალაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტალური ფარმაკოთერაპიის განყოფილებას. ის შეისწავლიდა სამკურნალო საშუალებათა ეფექტურობის დადგენის, რაციონალურად დოზირების შემუშავების და მოქმედების მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური ანალიზის გზებს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1961).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.564

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტი, თავჯდომარე (1943-1952)
  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: