შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1975 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს(მუსიკის ისტორია). 1994-2001წწ. იყო თბილისის ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 1996-2000წწ. საქართველოს მუსიკალური საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი; 1995 წლიდან გაზეთ "მუსიკის", 2008 წლიდან ჟურნალ "მუსიკის" რედაქტორი; 2001-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავდა მუსიკის ისტორიის ზოგადი კურსი; 2000-2004წწ. მოამზადა ფოტო-ვიდეო არქივი "XX საუკუნის ქართული მუსიკა" და "XX საუკუნის ქართული კულტურა": ნ. სულხანიშვილი, ილ. ზურაბიშვილი, რ. გოგნიაშვილი, ი. კეჭაყმაძე, ბ. კვერნაძე, ფ. ღლონტი, მარინე იაშვილი, თ. ამირეჯიბი, ნუნუ გაბუნია, ე. მგალობლიშვილი, შ. მოსიძე, ნ. მამისაშვილი, ი. ბარდანაშვილი, აგრეთვე გ. დოჩანაშვილი, მ. კოკოჩაშვილი, მ. კობახიძე, რეჟისორი და ოპერატორი ნ. ადუაშვილი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, მუსიკალური კრიტიკოსი, რედაქტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |