Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს (ვოკალური). 1951-1952წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი (ბარიტონი), 1952-1954წწ. ამავე სტუდიის რეჟისორის თანაშემწე, 1963-1965წწ. დირექტორის მოადგილე; 1956-1965წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 1971 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კათედრის გამგე, 1970 წლიდნა დოცენტი, 1980 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: ო. კუზნეცოვა, ი. შუშანია, თ. ზაალიშვილი, ლ. ჭყონია, თ. ლაფერაშვილი, თ. გურგენიძე, ც. ტატიშვილი, ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი; ქართული რეპერტუარი, თბილისის ოპერის სცენაზე: შიოლა (ა. ბუკია "არსენა"), ინდაური (ი. გოკიელი "წითელქუდა"); ქართული რეპერტუარი საოპერო სტუდიის სცენაზე: მურმანი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), აგრეთვე კანტატა ტ. ბაქრაძე "მიყვარს მამული" (1960, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ალეკო(რახმანინოვი "ალეკო"), ონეგინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); დადგმები საოპერო სტუდიის სცენაზე (მთლიანი სპექტაკლი და მონტაჟი): ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", "არსენა", გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი", როსინი "სევილიელი დალაქი", მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"(1989), ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", მასნე "ვერთერი", ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"(1980), გუნო "ფაუსტი", პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი", "ბოჰემა", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი", "მაზეპა", რახმანინოვი "ალეკო", დარგომიჟსკი "ალი", რუბინშტეინი "დემონი", რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე", გერშვინი "პორგი და ბესი", ძერჟინსკი "წყნარი დონი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.236 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |