The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1613
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი

ბიოგრაფია

იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I -ის კარზე. შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ქაიხოსრო რუსთაველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში "ომაინიანი" მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. "ომაინიანი" საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.147


გააზიარე: