The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ ჩოლოყაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1756
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

არაგვის საერისთავის გამგებელი 1743-1756 წლებში. 1743 წელს თეიმურაზ II-მ არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II -ის ვაჟს, ვახტანგს, საუფლისწულოდ მისცა. ბატონიშვილის მცირეწლოვანების გამო იგი მოურავის უფლებით განაგებდა არაგვის საერისთავოს, თუმცა ზოგჯერ წყაროებში ერისთავად იხსენიება. 1746 წელს მონაწილეობდა გამდგარი ოსებისა და აჯანყებული ქსან-არაგვის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1747 წელს ერეკლეს მხარეზე იბრძოდა აჯანყებული აბდულა-ბეგის წინააღმდეგ. 1748 წელს მონაწილეობდა თბილისის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონების განდევნაში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა და ნიჭიერმა სარდალმა. მოკლეს საერისთავოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.148



გააზიარე: