ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ელდარ ნადირაძე
დაბადების თარიღი: | 15 სექტემბერი, 1949 (75 წლის) |
კატეგორია: | ეთნოლოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.
1974 წელს დაიწყო მუშაობა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამნეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მახლობელი აღმოსავლეთისა და სამხრეთკავკასიის მატერიალური და სულიერი კვლევის სფეროში, ასევე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ამ კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საქმეში; მისი მონაწილეობით განხორციელდა ქართული ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, ინგლისსა და საფრანგეთში, სადაც კითხულობდა ლექციებს ქართული ეთნოკულტურის შესახებ; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა აკადემიური ნაშრომი "ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი"; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულების ("კონკორდატი") მომზადებაში; ქართული ეკლესის ისტორის შესახებ მოხსენებები აქვს წაკითხული მართლმადიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებზე (პატმოსი, ბუქარესტი, ტალინი, რიგა); არის დამაარსებელი და რედაქტორი სამეცნიერო რეფერირებული კრებულებისა "ეთნოლოგიური ძიებანი" (2000, 2003, 2007, 2010, 2013, 2017 წლებში გამოსულია ექვსი ტომი) და "შრომები" (2018 წლისთვის გამოსულია 1 ტომი); მისი ავტორობით, თანაავტორობით და სამეცნიერო ხელმძღვანელობით რამდენიმე ათეული გამოფენა და პროექტია განხორციელებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ისტორიის ინსტიტუტს; წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ეთნოკულტურის სფეროში; საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის დაკვეთით, შესრულებული აქვს სამ ათეულზე მეტი საავტორო გადაცემა, ხოლო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს ესეები და პოლემიკური წერილები. სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის მკვლევარი - კულტუროლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.269; science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.195; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.133
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ენციკლოპედია "საქართველოს", კონსულტანტი (2000-)
- ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2000-2005)
- ილია ჭავჭავაძის ფონდის "საგურამოს" სამეურვეო საბჭო, წევრი (2008-)
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოსა და სამეცნიერო კრებულის "მოამბის" რედკოლეგია, წევრი (1998-)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1999-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი , კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2002)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (2000-2003)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება" , წევრი (2003-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2000)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2002)
- ფირმა "კახური ტრადიციული მეღვინეობისა" და მასთან დაარსებული საქველმოქმედო კულტურული ფესტივალის "ქართული სულის" საკოორდინაციო საბჭო (2010-)
- ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დაწესებული გამოყენებით ხელოვნების დარგში პრემიების მინიჭების კომისია, წევრი (2014-2017)
- ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭო, წევრი (2013-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2019 - კულტურის რაინდის წოდება (საქართველოს მწერალთა კავშირი)
ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- 2014 - საზოგადოებრივი გაერთიანების "კავკაზ-მედიის" დიპლომი
ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურათა დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის
- 2011 - პრემია "საგურამო" (ილია ჭავჭავაძის ფონდი)
ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის
- 2006 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
- 1998 - ღირსების მედალი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციისა და ფონდების დაცვა-შენახვისა და განადგურებისაგან გადარჩენისსაქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის
ბიბლიოგრაფია
- CULTURE HERITAGE OF BAKU IN NATIONAL MUSEUM OF GEORGIA : ქართულ-აზერბაიჯანულ- ინგლისურენოვანი გამოცემა (ავტორი). - Baku, 2021. - 233გვ.
- Karabash : ინგლისურ-რუსულ-აზერბაიჯანულენოვანი გამოცემა (ავტორი). - Baku, 2021. - 248გვ.
- ვაზი და ღვინო საქართველოს ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიაში (ავტორი). - თბილისი, 2021. - 191გვ.
- მზით განათებული ათასწლეულები = Sunlit Millennia : ჯურხა ნადირაძის არქეოლოგიური აღმოჩენები : კატალოგი (ავტორი). - თბილისი, სეზანი, 2018. - 200გვ.. - ISBN: 9789941254338
- Yerevan khanat : ქართულ ინგლისურენოვანი გამოცემა (ავტორი). - Baku, მერიდიანი, 2018. - 200გვ.
- ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი : აჭარა (თანაავტორი). - ბათუმი, თბილისი : გამ-ბა "სამშობლო", 2018. - 640გვ.. - ISBN: 9789941802737
- Georgia the gradle of viticulture (თანაავტორი). - Bordeaux, 2017. - 114p.
- უსანეთის სტელა და ჯვარი (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 25გვ.
- Concise Ethnographical Vocabulary of Georgian Material Culture : Short version (ავტორი). - Tbilisi, Meridiani, 2016. - 208p.
- "აკაკი გვიცოცხლოს უფალმა" : გამოხმაურება წერილზე - "აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ" (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251337
- Грузины (თანაავტორი). - Москва, Наука, 2015. - 815с.
- სინათლე ყველაზე დიდი სასწაული : სტატიები, წერილები, ინტერვიუები, პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, კავკასია, 2015. - 346გვ.. - ISBN: 9789941940576
- აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან = Азербайджанские ковры из Национального музея Грузии = Azerbaijani carpets of the Georgian national museum = Azarbaycan xalcalari Gurcustan milli muzeyindan (თანაავტორი). - თბილისი, 2014. - 296გვ.. - ISBN: 978-9941-0-6735-8
- ვაზი - სიცოცხლის ხე : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, 2014. - 224გვ.. - ISBN: 9789941072833
- ქართული ტრადიციული სამოსი XVIII-XX საუკუნეები = Traditional georgian attire, 18th-20th centuries : კატალოგი (თანაავტორი). - თბილისი, 2013. - 302გვ.. - ISBN: 978-9941-0-5698-7
- ქართული და ძველაღმოსავლური სამყარო გიორგი ჩიტაიას შემოქმედებაში (ავტორი). - თბილისი, 2012. - 40გვ.. - ISBN: 978-9941-0-4178-5
- დიდ საქმეთა პატარა ამბები : საქართველოს ისტორია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (თანაავტორი) // ნაწილი 1 . - თბილისი, მერიდიანი, 2011. - 120გვ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2011. - 610გვ.. - ISBN: 978-9941-10-489-3
- ქართული ლუდი = Georgian beer (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2010. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-10-271-4
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი = Georgian ethnological dictionary = Грузинский этнологический словарь (თანაავტორი). - თბილისი, 2009. - 183გვ.. - ISBN: 978-99940-980-2-6
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან = Treasures of the Georgian National Museum : კატალოგი (თანაავტორი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2009. - 160გვ.
- გრძნობა შენი მოვლისა : ეთნოგრაფიული ნარკვევები, რეცენზიები, წერილები და სიტყვები, სხვადასხვა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2009. - 536გვ.. - ISBN: 9789941101342
- მსოფლიოს რელიგიები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2008. - 262გვ.. - ISBN: 978-9941-10-021-5
- დასურათებული ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, ციცინათელა, 2008. - 320გვ.. - ISBN: 978-99940-801-0-6
- ქურთული მატერიალური კულტურის ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან = Kurdish artifacts from the National Museum of Georhia = Образцы курдской материальной культуры из Государственного Музея Грузии (თანაავტორი). - თბილისი, 2007. - 119გვ.. - ISBN: 5-85167-004-5
- მაქს ტილკეს კავკასიის ხალხთა კოსტუმი (თანაავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2005. - 126გვ.
- ვინ არიან და რა სურთ იეღოველებს (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2003. - 52გვ.. - ISBN: 9994010077
- ხალხური ქვითხუროობა იმერეთში (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 200გვ.. - ISBN: 99928-33-65-3
- საქართველო-ასი კაცის ქვეყანა : წერილები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2001. - 214გვ.. - ISBN: 99928-861-3-7
- საქართველოს მემორიალური კულტურა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 512გვ.
- უდაბნო საღვთოთ შემოკრებულთა : ქართული ბერ-მონაზვნობის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, "ტრიადას" სტ., 2001. - 129გვ.. - ISBN: 99928-0-292-8
- მემორიალურ ძეგლთა სიმბოლიკა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. - 164გვ.
- საქართველოს ზოომორფული ძეგლები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 112გვ.. - ISBN: 5-511-00674-2
|