შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ იაზიკოვი![]()
ბიოგრაფიარუსეთის საიდუმლო აგენტი საქართველოში. 1770 წელს მეფის მთავრობამ ნიკოლოზ იაზიკოვი საქართველოში გამოგზავნა იმ კონფლიქტისა და სადავო საკითხთა გასარკვევად, რომელიც წარმოიშვა, ერთი მხრივ, მეფე ერეკლე II-სა და გენერალ ტოტლებენს, მეორე მხრივ, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის. ამასთან, მას ევალებოდა შეეკრიბა ცნობები საქართველოს შესახებ. ნიკოლოზ იაზიკოვის მისიის შედეგად გენერალი ტოტლებენი საქართველოდან გაიწვიეს და ამით ურთიერთობა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ერთგვარად გაუმჯობესდა. 1771 წლის ივნისში ნიკოლოზ იაზიკოვი რუსეთში დაბრუნდა. საქართველოში ყოფნის დროს მან შეაგროვა ცნობები ქვეყნის საშინაო მდგომარეობის შესახებ. საყურადღებოა მისი ე. წ. "ჩანაწერები", სადაც აღწერილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული პირობები, ბუნებრივი სიმდიდრეები, ეკონომიკა, მიმოსვლის გზები, დიდი ქალაქები და სოფლები, მმართველობის სისტემა, სასამართლო, ფინანსები, საგადასახადო სისტემა, მოცემულია ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის დახასიათება, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კულტურული იერი, ქართველი არისტოკრატიის ევროპეიზაციის დასაწყისი და სხვ. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1777). წყარო: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |