The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ იაზიკოვი

Date of birth:17??
Date of death:1777
Category:Diplomat, Military Person

Biography

რუსეთის საიდუმლო აგენტი საქართველოში. 1770 წელს მეფის მთავრობამ ნიკოლოზ იაზიკოვი საქართველოში გამოგზავნა იმ კონფლიქტისა და სადავო საკითხთა გასარკვევად, რომელიც წარმოიშვა, ერთი მხრივ, მეფე ერეკლე II-სა და გენერალ ტოტლებენს, მეორე მხრივ, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის. ამასთან, მას ევალებოდა შეეკრიბა ცნობები საქართველოს შესახებ. ნიკოლოზ იაზიკოვის მისიის შედეგად გენერალი ტოტლებენი საქართველოდან გაიწვიეს და ამით ურთიერთობა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ერთგვარად გაუმჯობესდა. 1771 წლის ივნისში ნიკოლოზ იაზიკოვი რუსეთში დაბრუნდა. საქართველოში ყოფნის დროს მან შეაგროვა ცნობები ქვეყნის საშინაო მდგომარეობის შესახებ. საყურადღებოა მისი ე. წ. "ჩანაწერები", სადაც აღწერილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული პირობები, ბუნებრივი სიმდიდრეები, ეკონომიკა, მიმოსვლის გზები, დიდი ქალაქები და სოფლები, მმართველობის სისტემა, სასამართლო, ფინანსები, საგადასახადო სისტემა, მოცემულია ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის დახასიათება, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კულტურული იერი, ქართველი არისტოკრატიის ევროპეიზაციის დასაწყისი და სხვ. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1777).

წყარო: georgianencyclopedia.ge


Share: