The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნიკოლოზ იაკოვენკო

დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1992  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი, რუსეთი.

1921 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში. სწავლობდა ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში(2 კურსი, 1941). ნიკოლოზ იაკოვენკოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ომის თემას, ასევე ყოველდღიურობას, საბჭოთა ხალხის შრომას("დასვენების წუთები", "ჩაის პლანტაციები", ორივე XX საუკუნის 60-იანი წლები; "პორტი", 1978). ამავე დროს მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში("ივანე ფრანკო", 1958; "ავტოპორტრეტი", XX საუკუნის 60-იანი წლები; "წვიმის შემდეგ", 1967; "მთები", 1979). მას გარკვეული წვლილი მიუძღვის აჭარის სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ნამუშევრები ინახება აჭარის ხ. ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ფერმწერი.

http://georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: