The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იესე ბატონიშვილი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ლევან კახთა მეფის ძე. 1556 წელს ირანისათვის ერთგულების დასამტკიცებლად ლევანმა შაჰ-თამაზთან გაგზავნა დიდი ძღვენით. შაჰმა იესე ბატონიშვილი მძევლად დაიტოვა და შეეცადა ლევანის საპირისპიროდ კახეთის ტახტზე მის აყვანას. 1559/60 წლებში იესე ბატონიშვილი გამაჰმადიანდა ისა-ხანის სახელით. მალე მან ისევ უარყო მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ შეიპყრეს და 1562 წლის 23 დეკემბერს ალამუთის ციხეში ჩასვეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.205


გააზიარე: